შემოგვიერთდით Facebook-ზე
ჩვენ შესახებ
საიუველირო კომპანია "კრისტალი" 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდიდან კომპანიის თანამშრომელთა დიდი მოდნომებითა და ძალისხმევით"კრისტალმა" საზოგადოების ნდობა და ყურადღება მცირე დროში მოიპოვა, ამდენად მალევე მოხერხდა ქსელის გაფართოვება და დღეისათვის კომპანია ”კრისტალი” წარმოდგენილია 5 მაღაზიით თბილისში.

"კრისტალი" მომხმარებელს სთავაზობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საიუველირო პროდუქციას, რომელთა შერჩევაც დიდი მონდომებითა და მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით ხდება სხვადასხვა საერთაშორისო საიუველირო გამოფენებზე. ამჟამად კომპანიას საკუთარი წარმოებაც გააჩნია. ის დაკომპლექტებულია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაზგა–დანადგარებით. აქ იქმნება მაღალი ხარისხის ოქროს, ვერცხლის და კომბინირებული ოქრო–ვერცხლის სამკაულები პროფესიონალი ოქრომჭედლების საშუალებით.

"კრისტალი" მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, ცდილობს განსხვავებული გემოვნებისა და შესაძლებლობის ადამიანების სურვილების დაკმაყოფილებას. „კრისტალის" მაღაზიებში თქვენ შეძლებთ მისაღებ ფასად მაღალი ხარისხის ოქროს, ვერცხლისა და სხვა საიუველირო ნაწარმის შეძენას.

ჩვენთან თქვენ უშუალო გარემო და სასიამოვნო მომსახურება გელით!