როგორ მივიღოთ მონაწილეობა აუქციონში?

იმისთვის რომ შეიძინოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამკაული ebay-ს აუქციონზე, ამისთვის საჭიროა რომ გაიაროთ რეგისტრაცია ამ საიტზე. იხილეთ ბმული https://reg.ebay.com/reg/PartialReg?ru= რეგისტრაცია მარტივია და სულ 2 წუთს წაგართმევთ.
სამკაულს მითითებული აქვს 2 ფასი:
“Pay now” - გადაიხადე ეხლავე. ამ შემთხვევაში თქვენ ყიდულობთ ნივთს მითითებულ ფასში და აუქციონი წყდება;
“Place bid” - ამ შემთხვევაში თქვენ გვთავაზობთ თანხას (უნდა იყოს სასტარტო ფასის ან წინა შემოთავაზებაზე მეტი), რამდენადაც თანახმა ხართ რომ შეიძინოთ ეს სამკაული.
გადახდის და მიწოდების წესები
გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ნივთის გაზავნის სერვისი არ მოქმედებს (საიტზე უნდა მიუთითოთ Pick up სერვისი). შემდეგ, თქვენ უშუალოდ უნდა მობრძანდეთ „კრისტალის“ ფილიალში, თბილისი, პეკინის 9, გადაიხადოთ ღირებულება და მიიღოთ ნივთი. აუქციონში გამარჯვების შემდეგ, ჩვენგან მიიღებთ წერილს ebay-ს თქვენს პირად ფოსტაზე სადაც დაზუსტდება დეტალები.
უნაღდო ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით ასევე paypal ანგარიშით.
თუ თქვენ გსურთ ნივთის უშუალოდ გატანა მაშინ უნდა მიუთითოთ Pick up სერვისი და თანხის ჩვენს ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ შეგიძლიათ ნივთის მიღება.
გაგზავნის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებას დაემატება ტრანსპორტირების ხარჯი. მისამართის დასაზუსტებლად, ჩვენგან მიიღებთ წერილს ebay-ს თქვენს პირად ფოსტაზე. ნივთის ტრანსპორტირება მოხდება საერთაშორისო საფოსტო კომპანია TNT-ის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე, აშშ-ში - Barami.ge-ს და USPS-ის მეშვეობით. (სხვა ქვეყნებში გაგზავნის სერვისი მოგვიანებით დაემატება).
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ - ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით ტელ: 00995 32 2365706, ან მოგვწერეთ: https://www.facebook.com/CrystalJewelryTbilisi/inbox
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: იმისთვის რომ საიტზე მონიშნოთ pick up სერვისი, საჭიროა რომ გქონდეთ ამერიკული მისამართი. ვინც უკვე სარგებლობს ამერიკიდან ამანათების ჩამოტანის სერვისით - უბრალოდ მიუთითეთ იმ კომპანიის მისამართი, რომლითაც სარგებლობთ. თუ ესეთი მისამართი არ გაქვთ - ქვემოთ მითითებულია რამოდენიმე ამ ტიპის კომპანიის რეგისტრაციის გვერდი www.Barami.ge www.usa2georgia.com